Monday, March 2, 2015

მეცხრე დღე

გადავხედეთ ჩვენ გეგმას. შევიტანეთ შესწორებები. შემდეგ გადავხედეთ პროექტის პორტფოლიოს საქაღალდეს. მასში შემავალ ყველა ობიექტს დავარქვით დავარქვით შესაბამისი სახელი.
მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტის პრეზენტაციები და კოლეგიალური რჩევები მივეცით ერთმანეთს. შემდეგ ჩვენი პორტფოლიო გადავიტანეთ ბლოგში LINK LIST გაჯეტში.      ამ გაჯეტებს მომავალში აქტიურად  გამოვიყენებ ჩემი საქმიანობის გამოსაქვეყნებლად.
ბოლოს ერთობლივად შევაჯამეთ ტრენინგი.დავრწმუნდით, რომ ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე ჩვენი  პროფესიული საქმიანობის წარმართვა შეუძლებელი იქნება.
ვისწავლეთ როგორ განვუვითაროთ მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
დიდ მადლობას ვუხდით  ქალბატონ ქეთი ცერაძეს საინტერესო და მასწავლებლებისთვის საჭირო ინფორმაციის მოწოდებისთვის.

Tuesday, February 24, 2015

მერვე დღე

გადავხედეთ პროექტის გეგმას.ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურებზე ეტაპობრივად გავწერეთ ეს პროცედურები .ვიმუშავეთბლოგის ტექნიკურ ინსტრუმენტებზე. გავიმეორეთ წინა დღის მასალა და ვისწავლეთ ახალი გაჯეტი,ბლოგის გვერდების გაჯეტი,რომელსაც გამოვიყენებთ ინფორმაციის  დასახარისხებლად, პორტფოლიოს შესაქმნელად.

Monday, February 23, 2015

მეშვიდე დღე

გადავხედეთ საქაღალდეს.გავიმეორეთშეფასების რუბრიკები. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, სპეციალური საჭიროების და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეთათვის მიცემულ დავალებებზე. ვიმუშავეთ ბლოგში, ვისწავლეთ სურათის ჩასმა და ფონის შეცვლა. გავეცანით გაჯეტებს.

Tuesday, February 17, 2015

მეექვსე დღე

გავიმეორეთ წინა დღის მასალა.მოვიძიეთ სასურველისურათები და გადავიტანეთ სურათების საქაღალდეში.გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშს და ვიმუშავეთ მის შექმნაზე. გავეცანიტ სახელმძღვანელოში არსებულპროექტის გეგმებს. შევიმუსშავე ჩემი პროექტის პროცედურების გეგმა.
ტრენერმა დავალება მოგვცა დაგვეწერა სასწავლო პროექტის მიმდინარე  პროცედურები.ბოლოს გავეცანით პროექტის შეფასების რუბრიკებს,მოვარგეთ ჩვენს პროექტს. ვფიქრობ, ამ რუბრიკებს გამოვიყენებ სხვა პროექტზე მუშაობისას.

Monday, February 16, 2015

მეხუთე დღე


გადავხედეთ პროექტის გეგმას.დავამატეთ შეფასების მონახაზი. მოვიძიეთ ის სურათები,რომელიც   გვჭირდებოდა ნიმუშისთვის.დავიწყეტ მოსწავლის პრეზენტაციაზე მუშაობა. დღევანდელ  ტრენინგზე მიღებული ინფორმაციის სასწავლო პროცესში დანერგვით გაკვეთილები უფრო საინტერესო იქნება.

Tuesday, February 10, 2015

მეოთხე დღე

                                                                                                                                                                         გავარჩიეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,რომელსაც აქამდე არ ვიყენებდი.
გავარჩიეთ სამი კითხვა და მივუსადაგეთ ჩვენს პროექტს.
განვიხილეთ პროექტის შეფასების სამი ეტაპი და შევუსაბამეთ პროექტის მიმდინარეობის სამ ეტაპს.
მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ შემდეგი პროექტების დაგეგმვისას.